მე ამ კედელთან ბრმასავით დამსვეს, წყალი დამიდგეს და მიმატოვეს. და თუმცა უკვე მომედო ხავსი, არ მეკარება ძილი სათოფედ.
ანდა სიფხიზლე რაღად მჭირდება - თუ რამე ფიქრის მაგვარი მქონდა, მთლად ამომკენკეს თეთრმა ჩიტებმა.
და გამოღებულ კარივით ვდუმვარ და აღარ ვიცი, იქნებ არცა ვარ, რამ გამაჩუმა ამქვეყნად თუ ვარ?
როგორც კედელთან ძველი ბორბალი.. საით გაფრინდნენ თეთრი ჩიტები, სად გაქრნენ, თვალიც კი ვერ მოვკარი.. |