კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:22
Advertisement

 

 

 

ობობას ქსელივით კიდია ქსოვილი ფანჯარაზე.

კედლებს იქით ღამეა და გახელებული ქარი. ცოცხლდებიან

თეთრი ლარნაკები, გამშრალი კანონები, ძველი სურათები

და თაროებიდან გადმოდიან ფრთხილი ნაბიჯით.

მორიდებით გადაივლიან ხალიჩებს და სარკეების

უფსკრულებში გადაიხედავენ, ეძებენ წარსულს მის

უსაზღვროებაში, სადაც შენახულია დრო და სთვლემენ ლანდები.

ჩუმი შრიალი გაისმის სარკეებში. იმღვრევა მათი

სიწმინდე და გადასული მაყრიონები ჩქარობენ

ნაპირების გადმოსასვლელად.

ქარივით გადმოლახეს სარკეების ჩარჩო და ჯარასავით

დატრიალდა ჩემი ოთახი, მიმჯაჭვავს დრო უსახელო

და ველი შემოვა უცხო ძლიერი, მოვა როგორც

ახალი მოციქული და დაუზოგავი გამაკრავს ჯვარს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen