კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 07:35
Advertisement

 

 

 

რა კარგად ჩანს ჯვრის და სვეტიცხოვლის ხედი!

ისმის ლოცვა ჩუმი მუხლმოყრილი დედის

დაფარფატებს საყდრებს ათასობით მტრედი!

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!


დრო დასრულდა გვემის და თითების კვნეტის!

დრო დგას საოცარი-თავად უფლის ჭვრეტის!

ჯვარი, ყველგან ჯვარი მთლად სამშობლო -

ჯვრეთი!

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!


თვალში მიდგას ცრემლი! შუბლზე მცხია ზეთი!

ზოგი მიდის მცხეთას, სხვა ბრუნდება მცხეთით!

სიხარულისაა, შენ რომ გესხმის რეტი!

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen