კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 03:11
Advertisement

 

 

 

ღამის წყნარი შეძახილით

შეჰღაღადებს მტკვარი მეტეხს.

სდუმს ნაპირზე ხე დახრილი,

ჩუმ შრიალსაც არ იმეტებს.

მტკვარი თეთრად ვინ დასილა?

ეგ სითეთრე რა კარგია!

ღამის უბე რძით ავსილა,

ღამეს ჩრდილი დაკარგვია!

შენს უბანში შევიარე,

რომ შემეგრძნო შენი სული,

ეს ღამე ხომ შენი არი,

შენი შუქით შენისლული!

ეს ღამე ხომ ისეთია,

რომ თეთრად ჩანს გზა და ჩრდილი.

ძირს ქალაქი ისე გდია,

როგორც მთვარე გადაჭრილი.

შენზე ფიქრი გულს ემწვავა,

უშენობას ვუშინდები.

ეს ღამეც ხომ ისე წავა,

როგორც ღამე გუშინდელი.

ცაში ცეცხლი ხომ ანთია? -

იწვის ლურჯი ფილაქანი. 

მიწა თითქო ხომალდია,

მთვარე - თეთრი იალქანი.

იალქანში მღერის ქარი,

ღამე მიჰქრის დილისაკენ.

ჯერ ჩრდილშია ცისკრის კარი

და მზიური დიდი სარკე.

მთვარის თეთრი სათავიდან

ძირს იღვრება თეთრი ცრემლი.

შუაღამე გადავიდა,

როგორ ახლო ისმის კრემლი!

თორმეტ საათს რეკავს ზარი,

ადის ეს ხმა თურმე ცამდის.

წუთით დუდუნს შესწყვეტს მტკვარი,

მთვარე აქრობს თორმეტ სანთელს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen