კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 07:32
Advertisement

 

 

 

სევდის სახე არ გვშორდება

ვით აჩრდილი მაბეზარი!

ირგვლივ ისმის სულ გოდება,

მოთქმა-გლოვის მწარე ზარი...

ძვალთა მტვერში ფიქრი სჭკნება,

გული ძლივს ჰფეთქს სისხლნაკლული,

საცოდავ ჩვრად იქცა ნება

გზა გადამცდარ-დაკარგული...

ერთმანეთის მტრობა-შურის

მწვავე ჯაჭვი არა სწყდება

ვაგლახ ჩვენა, რომ წარსულის

გაკვეთილი გვავიწყდება!

დაანებეთ წუწუნს თავი:

ცრემლი - ლაჩართ ხვედრი არი...

კარგად გესმით ხომ მტრის ავი

დამცინავი ხმა საზარი!..

რამდენიმე ათასი წლის

სისხლი გიჩქეფთ ამაყს მკერდში,

ყოვლი წვეთი ამა სისხლის

ნადუღია ბრძოლის ბრძმედში.

ოხვრა-კვნესა და ჩივილი

არ შეგშვენისთ თავმომწონეთ!...

გმირ არწივთა კვლავ ყივილი

გამაგონეთ, გამაგონეთ!

მეგობრებო, დროს ნუ ჰკარგავთ, 

განიკურნეთ გულის წყლული

ლამაზ სიტყვებს ნუღარ ჰქარგავთ

და ჩაუდგით საქმეს სული!

ერთობისა, შეთანხმების

დროშა წმინდა ზე ასწიეთ,

და შუქოსან მომავლისკენ

უშიშრად და მხნედ გასწიეთ!..

დაგვარწმუნეთ, რომ ვარსკვლავი

ჩვენი ბედის კიდევ ბრწყინავს,

რომ არ გვიდევს წინ საფლავი -

არც მომკვდარვართ... აღარც გვძინავს!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე მაყაშვილი  • • •   კოტე მაყაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen