კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 06:19
Advertisement

 

 

ნიკოლოზ ბარათაშვილის ხსოვნას

 

მეც ვყოფილვარ მთაწმინდაზე

საღამოს ჟამს, ბინდში,

და მინახავს შავი ლანდი

მარტოდ მოარული,

შენი ჩანგის მკვნესარ ხმაზე

მეც წავსულვარ ფიქრში

და ამშლია მძიმე დარდი,

დამღადრია გული.

მეც მინახავს, ვით აჩრდილი,

მოწყენილი არე,

თავს რომ ნისლი ეხვეოდა,

გლოვის ზეწრად შლილი,

ვერცხლის თმებად გადმოყრილი

დაჰყურებდა მთვარე,

ბუჩქიც კი არ ირხეოდა,

იდგა თავდახრილი.

და უგრძვნია ობოლ სულსა

მარტოობა მწარე,

ფრთამალ „მერნით“ გავფრენილვარ

საძიებლად „ბედის“,

მაგრამ სატრფოს შეჯაჭვულსა,

ცრემლი რომ სდის ცხარე,

ვერ ვწდომივარ და სიმღერა

მითქვამს დაჭრილ გედის!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვარლამ რუხაძე  • • •   ვარლამ რუხაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen