კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 12:41
Advertisement

 

 

 

ჩემო თვალის ჩინო!

ჩემო ნატვრის თვალო!

მათრობ, როგორც ღვინო!

საოცნებო ქალო!

ჩემთვის, ხიბლი შენი.

არის ხილი უცხო.

სიყვარულის სენი,

რად შემყარე? ურცხვო!

კარავი ხარ თბილი,

თუ შევძვერი - ვაი!..

დამაცადე ძილი,

კაი ახლა, კაი!

შენ ხარ ჩემი ხვედრი...

თუ გაკოცე - მტრისას!

შევაგებე მკერდი

კუპიდონის ისარს.

შენ მესტუმრე მაშინ

- ჩემში ქარი ქროდა.

დაჰქრის ახლა ცაში,

რაც კი დარდი მქონდა.

შენ გაფანტე ბინდი,

შენ დაბადე მთვარე,

შენ გაფურჩქნე შინდი

- ხარობს არე-მარე.

ცაზე მზეა ბაცი

სურვილი აქვს გგავდეს.

ჩემისთანა კაცი,

ნატრობს - გვერდით ჰყავდეს.

ფიქრები ამ ქალზე

მომატარებს ქუჩებს.

ვეჭვიანობ ხალზე,

რომ უკოცნის ტუჩებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen