კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 04:17
Advertisement

 

 

 

იდუმალ ძალით შეერთებული

ჩვენ სარეცელზე ავიმართებით:

ორი ქიმერა გაფითრებული,

ორი ქიმერა დამტვრეულ ფრთებით.

გარდაიქცევა გილიოტინად

ღამე მაღალი, გადაკარგული:

ვგონებ გიყვარდა ოდესღაც, წინათ,

და დღეს ვართ ერთად ჯვარზე გაკრული.

ჩვენი სხეულნი კრთიან უფსკრულზე

გადახლართული ღამეში ძვლებით;

ვენ ერთი ძალა დაგვაკრავს გულზე,

ჩვენ ერთი ცეცხლით დავიფერფლებით.

მაგრამ ტკივილი არ დაგვშორდება,

როცა სიკვდილის დაგვფარავს ჩერო,

და ჟამთა სვლაში განმეორდება

ჩვენი შეხვედრა საბედისწერო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen