კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:59
Advertisement

 

 

 

თავისას ითხოვს მიწა,

თავისას ითხოვს ზეცა,

ჟამი ამქვეყნად ყველა

ციხესიმაგრეს ლეწავს.

გაახელ თვალს და სივრცე

უკვე ბინდისფერს ირევს.

სათქმელი ბევრი დარჩა,

დრო - სულ მცირე და მცირე.

სიცოცხლე ურა ცხენზე

ამხედრებული მიქრის,

ჩვენ კი ჯერ არაფერი

არ შეგვიქმნია თითქმის.

ის კი არადა ძველთა

მონაპოვარიც დავთმეთ,

ჯერ კიდევ ბევრი ვალი

გადასახდელი გვმართებს.

ნაცვლად იმისა სოფლის

სუნთქვას მივუგდოთ ყური,

დავმძიმდით კერძო ფიქრით,

ბოღმით, ზიზღით და შურით.

გადაგვავიწყდა უკვე,

როგორ გვმოძღვრავდა შოთა,

ბევრის მოხვეჭა გვინდა,

მაგრამ გვსურს გავცეთ ცოტა.

ხშირად გვაცდუნებს ეშმა,

სავალალოა რაიც,

სიცოცხლეს, თუნდაც ნაძრახს,

ვერ შევლევივართ მაინც.

ყვავ-ყორანსა თუ არწივს,

ბახალასა თუ მართვეს,

განურჩეველად ყველას,

მამულიშვილებს ვარქმევთ.

თუ ჩემი ძმა ხარ, მითხარ,

სანამდე მივალთ ასე,

რაღაც ფარცაგი მართლა

ტრიალებს დღეს ჩვენს თავზე.

ძველი ხატები ფეხქვეშ

გათელილები ყრია,

ავახვნათ დროზე თვალნი,

ვიდრე არ არის გვიან.

ვიდრე განგების მსჯავრი

თავს დაგვტყდომია რისხვით,

გამოვიდინოთ ჩვენი

გამოსადენი სისხლი.

სიცოცხლე ურა ცხენზე

ამხედრებული მიქრის,

ჩვენ კი ჯერ არაფერი

არ შეგვიქმნია თითქმის.

გაახელ თვალს და სივრცე

უკვე ბინდისფერს ირევს.

სათქმელი ბევრი დარჩა,

დრო - სულ მცირე და მცირე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen