კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 06:34
Advertisement

 

 

 

ქარი მოვარდა ყოვლის წარმტანი,

ვაითუ ჩაქრეს სულის სანთელი...

ნეტავ ეს გული რად გაგატანე,

სითბო ამდენი და ჟრუანტელი.


ჩალისფერ თმათა მიწყდა შრიალი,

მაინც შეხვედრის წუთებს სულ ველი

და ჩემში სევდის ლექსად წკრიალებ,

მუდამ ძვირფასი და სასურველი.


მთვარის საყურე ფოთლებში ბრწყინავს,

ისევ გეძახი, არ ჩანხარ ისევ...

ეს მარტოობის სიჩუმეს სცივა,

თუ ცის ნაღვლიან სიმღერას ვისმენ?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თენგიზ სვანიძე  • • •   თენგიზ სვანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen