კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:59
Advertisement

 

 

 

მოწყენილი ვარ უშენოდ ისევ,

ყურს ვუგდებ ჩუმი შემოდგომის სევდიან შრიალს

და ოქტომბრის მზით სავსე ქუჩებში

ჩამოცვენილი და დამჭკნარი ფოთოლი ყრია.

მოწყენილი ვარ უშენოდ ისევ,

ჩამქრალა ირგვლივ მობრიალე ზაფხულის ცეცხლი,

ეს მერამდენედ იცვლება ჟამი,

მაგრამ შენ ჩემთვის ვერასოდეს ვერავინ შეგცვლის.

წარსული ტკბება და მეჩხერდება,

ვით ჩიტებისგან დაკენკილი ყურძნის მტევანი,

გაყვითლებულა ახლა ეს პარკი

და შენს ჩამოშლილ, გაწეწილ თმას ჰგავს შადრევანი.

გაყვითლებულა ახლა ეს პარკი,

ყვითელ ჰაერში მიაფრენენ ბავშვები ერქანს

და მე ვიხსენებ, საით წავიდა ის, რასაც

ჩვენი სიყვარულის ზღაპარი ერქვა.

მოწყენილი ვარ უშენოდ ისევ,

ჩამავალ მზეში შორეული მთები ნათდება

და არც კი იცი, ეს განშორება

რომ საშინელი იყო ჩემთვის, ვით ანათემა.

და მიაქვს, მიაქვს დროის მდინარეს

ლურჯი დღეების სილამაზე ვნებადაცლილი

და დაბნეული ჩემი ფიქრები,

ვით თბილი ქვიშა თითებს შორის ფრთხილად გაცრილი.

მოწყენილი ვარ უშენოდ ისევ,

ყურს ვუგდებ ჩუმი შემოდგომის სევდიან შრიალს

და ოქტომბრის მზით სავსე ქუჩებში

ჩამოცვენილი და დამჭკნარი ფოთოლი ყრია.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen