კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:48
Advertisement

აგრემც შენს გზაზე მენახოს

გაშლილი ვარდნი, იანი,

დამაკოცნინე ეგ ყური -

ნიჟარა მინანქრიანი.


მინდა შევსვა და შემერგოს,

ყური - თბილისის ფიალა

დავუყურადო რას ამბობს,

ასე რამ ააწკრიალა.


ან რა გუგუნი მოისმის,

მტრების მუქარა მზებნელი

ან რატომ გავხდი მგოსანი,

ახალი ხმების მძებნელი.


ყურის ნიჟარა მივიდე

ყურთან კი - არა, ბაგეზე,

საყურე - კოცნის დარაჯი,

ლექსის საწერად მაქეზებს.


აგრემც შენს გზაზე მენახოს

გაშლილი ვარდნი, იანი,

დამაკოცნინე ეგ ყური -

ნიჟარა მინანქრიანი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen