კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:48
Advertisement

 

 

 

ცა ჩამოინგრა და ჩამობნელდა,

მოასვენებენ ქუჩაში კუბოს.

და ამდენ ხალხში ვერავის ვხედავ,

რომ არ ვიფიქრო და ვესაუბრო.

მიასვენებენ წვიმაში, ქარში

უბედურ დღეებს, ბედნიერ დღეებს,

ყველას სატკივარს წუხს გლოვის მარში

და ასკდებიან ხეები ხეებს.

მე ამ ქაოსში ღიმილს დავეძებ,

კუბოს რომ მოსწყდა და ფეხით თელე.

მინდა ტირილით პირქვე დავეცე,

გავექცე გულზე დაკრეფილ ხელებს.

მაგრამ ამაოდ, ვიცი, დავშვრები,

გაბედვის სურვილს სული მიმალავს

და ყვავილებით რთავენ ბავშვები

გზას, დავიწყების გზისკენ მიმავალს.

ფიქრებს ამ მღელვარ გზისკენ გადახრის

მუსიკა, წვიმა, კუბო და ქარი,

ქუჩა ჰგავს ცრემლით მორთულ ბალდახინს

და ასვენია ამდენი მკვდარი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen