კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 10:10
Advertisement

 

 

 

რას მეუბნება ნეტავ ეს დილა

ან ეს სიჩუმე რას მეუბნება?

უშგულის თავზე ფრთების შრიალით

გადაიფრინეს თეთრმა ღრუბლებმა.

აღმოხდა მზე და ცისფრად გაბრწყინდა

განათებული მთების მშვენება.

წამს ყველაფერი შეერწყა ერთურთს

სიზმარი, ცხადი და მოჩვენება.

ვიდექი მარტო, ენგურის პირას,

აღელვებული, როგორც ოდესღაც,

მერე უეცრად, უძირო ციდან

თითქოს ღვთისმშობლის ხმა ჩამომესმა.

და მე ვფიქრობდი სათაყვანებელ

ჩემს მიწა-წყალზე და წინაპრებზე.

წეწავდა ქარი ღრუბლების ფილებს,

როგორც ჩალისფერ დროშის ნაფლეთებს.

მერე ამტკივდა ძველი ჭრილობა,

მერე ადუღდა სულში მირონი

და დიდხანს, დიდხანს უღვთოდ დაქცეულ

საგვარეულო კოშკთან ვტიროდი.

ო, კმარა უკვე, რაც ცოდვა მაწევს,

რაც გავყიდე და რაც გავაჩუქე,

მე ვეღარ დავთმობ ამიერიდან

კვამლით გამურულ სვანურ მაჩუბებს.

ვერც კერიაზე დაკიდულ ნაჭას,

ვერც კალოს, კევრებს და ვერც მარხილებს,

ვერც ძველ ჭუნირებს, ვერც სალოცავებს,

ვერც ძვირფას ფრესკებს თვალებდათხრილებს.

დე, იბიბინონ ამ სათიბებმა,

დე, იშრიალონ მარად ნისლებმა

უშგულის თავზე, და მეც სიმშვიდე,

ვიცი არასდროს არ მეღირსება.

და ერთხელ, ალბათ, სადაც ერთმანეთს

ჩახუტებიან მთები მკერდებით,

გადავიქროლებ, როგორც ღრუბელი

და ცის ლაჟვარდებს შევუერთდები.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen