კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:16
Advertisement

 

 

 

გავუფრთხილდეთ უნდა სიყვარულის შავ ყუთს,

მაგრამ ყუთში ხელი მაინც უნდა ჩავყოთ...

რომ გავიგოთ - როგორ, რატომ, რისთვის, როდის...

სიყვარული - მიდის... სიყვარული მოდის...

აყოლილი მოდას - არ თაკილობს ღალატს...

ზოგჯერ ისე - ვნებით... უფრო ხშირად - ძალად...

სიყვარულის ყუთი - შავი. დახუფული.

შეყვარებულები - ყველა დაღუპული...

ტყუილები. შხამი. სიძულვილი. ფული...

სიყვარულის ყუთი - შავი. დახუფული.

არაფერი არ თქვა! არც მე ვიტყვი რამეს...

ალერსი და ცრემლი...

ბოლოს მაინც ღამე...

...საფლავს ვინ ვის სად ან რა მიზეზით უთხრის -

ჩვენ გვიმალავს! კარგი! - უფალს მაინც უთხრას!

რა ფასი აქვს ახლა ბრილიანტის ბეჭდებს! -

ეძებს ქმარი ცოლის თითის ანაბეჭდებს...

მოვერიდოთ უნდა... გავუფრთხილდეთ შავ ყუთს...

მაგრამ ყუთში ხელი მაინც უნდა ჩავყოთ...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen