კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:58
Advertisement

 

 

 

რა მზის შუქი დახვავდა!

ხედავ,

როგორ აყვავდა

ჯარისკაცის საფლავთან

ნუში ტოტებდახრილი!?

ჯარისკაცო მოგწყინდა?! -

ია ამოფოფინდა,

მერე ჩიტიც მოფრინდა

სტვენითა და ძახილით!

აქ ვინ მიწვა დაღლილი,

ვინ ჩააგო მახვილი

მტერთან რკენით ნალეწი?!

ჩვენ გვიბოძა ცისკარი,

მას კი გრძნობა ცინცხალი

გაეყინა თვალებში?

ვისი სისხლის წინწკალი

გაშრა ასე ადრიან?

ამ გმირს ნეტა რა ჰქვია,

ყვავილებს რომ აყრიან,

ბილილ-ბილილ გვირილით

ქარს რომ დაუბარდნია?!

დაჭრილსაც რომ სჭერია

ხმალი მტერზე ნალესი...

იქნებ პაპაშენია

იქნებ პაპაჩემია,

როგორ გაახარებდა,

ალბათ, ჩვენი ალერსი!


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - მზია ჩხეტიანი  • • •  მზია ჩხეტიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen