კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:51
Advertisement

 

 

 

კაცობრიობის მიუძღვები ქვეყნად სათავეს

და იმნაირი მოგანიჭა ღმერთმა ბუნება,

რომ მართალია სუსტ არსებად ძმებმა ჩაგთვალეს,

მაინც ცდილობენ გამოსცადონ შენთან ცდუნება.


ხელში გიპყრია აღვირები გრძნობის სადავის,

ვინც შემოგხედავს სიყვარულით უკვე მთვრალია.

შენი ბრალია ის პირველი ცოდვაც ადამის

და მისი კაცად გადაქცევაც შენი ბრალია.


სამოთხიდანაც შენს გამო არ გამოაძევეს,

როცა სიშიშვლის აღარ შერცხვა შენი ყურება?!

ის ლამაზ თვალთა გაღმერთებას კვლავაც აგრძელებს

და მხოლოდ ჟინის დაოკებას ემსახურება...


მაგრამ რადგანაც ჩვენი მოდგმა ასე იწყება,

სანამ სამყარო იარსებებს შენთან იწვება!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen