კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:07
Advertisement

 

 

 

მე შენთვის მინდა ალაზნის პირი,

ალგეთის ჭალა,

ივრის ჩქერები;

მე შენთვის მინდა ბურუსი დილის

და წინანდლური ვარდის ფერები.

მე შენთვის მინდა მყინვარის ცეცხლი,

უშბის სიმაღლე,

შავი ზღვის სივრცე,

ორი არაგვის ტალღის სიცოცხლე

მინდა შენს თვალებს სინათლედ მივცე.

მე შენთვის მინდა ქართლის ბაღები,

ატენის ვაზი მზედ რომ იალებს...

წავალ და აღარ დაგენახვები,

წავალ და ჩემთვის ვიხეტიალებ.

ოღონდ მომეცი შენი ტკივილი,

შენი ნაღველი და სიმძიმილი.

შენს სიმარტოვეს მე გავიტაცებ

და ერთად ვივლით დედამიწაზე.

შენ კი დაგრჩება მზე, სიხარული,

ცისარტყელები, წვიმის წკარუნი,

ზღვის მიმოქცევა, ყანის შრიალი

და მთები - ვერცხლის ზარნიშიანი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - არჩილ სულაკაური  • • •   არჩილ სულაკაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen