კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 09:45
Advertisement

 

 

 

ცაზე ღრუბლები მოჩანდნენ -

ხუჭუჭა ბურბუშელები,

ბჭყალის ღელეზე მოჯარდნენ,

პატარა სურმუშელები.

ჭიდილ-ნაღალი ხარები

მოდიან თარიკონიდან,

გზად ხვდებათ მწიფე ყანები,

მღელვარე, როგორც კორიდა.

ე, მოდის, (ღმერთმა გიშველა,)

შემხედავს, გადაირევა,

ვიცანი, ჩემი გიშერა,

ვიცანი, ჩემი ირემა.

გახედეს შრანდელ დახნულებს,

დაწრიტეს ნაჩლიქარები

შემხედეს, დააფახულეს

ღამურებივით თვალები.

ბუჩქნარი მოიშლიგინეს,

დაუსხლტნენ უღელბორკილებს,

მერე, ყასიდად მირქინეს

და ყელში ჩაიკოკინეს.

ყველაფერი რომ დასრულდა,

მინებდნენ ტყეთა სიგრილეს,

თითქოს რაღაცის თქმა სურდათ,

კაცივით ამოიგმინეს.

მარხილსაც გამოგიწყობდეთ,

ფრჩხილას არ ჰქონდეს ნაკაწრი,

თქვენ ლაპარაკი იცოდეთ -

შემირცხვენია ძმაკაცი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen