კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:49
Advertisement

 

 

 

მზეო, ჩემო წინაპარო,

იბერიის ტომისა ხარ

ბნელში უნდა ილამპარო,

ფაფრიანი ლომისა ხარ. 

დილით გამომცხვარო პურო, 

დედაჩემის თონისა ხარ; 

საქართველოს ნათლის ფარო, 

მამაჩემის თორისა ხარ, 

ხან რო ღრუბლებს მოიფარებ, 

გლოვისა და წყრომისა ხარ; 

ჩემი დილამშვიდობის და 

ჩემი მწუხრის ომისა ხარ. 

ფერდობზე რომ გამოჩნდები, 

მოგოგმანე გნოლისა ხარ, 

არაგვზე რომ დაბრძანდები, 

დამსხვრეული ბროლისა ხარ. 

იონჯაში გაერევი, 

გვირილების მოლისა ხარ; 

გვერდულად რომ ჩაიცინებ,

უცისფრესი თოვლისა ხარ.

მზეო, ჩემო წინაპარო,

იბერიის ტომისა ხარ

ბნელში უნდა ილამპარო,

ფაფრიანი ლომისა ხარ.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen