კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 02:48
Advertisement

 

 

 

დინჯი დოინჯით დგას სამოვარი,

ორთქლი "ქარია", თითქოს, როდენის.

ბედსმინდობილი მადამ ბოვარი

კადნიერ კოცნის ითხოვს კოდეინს...

და გულმოწყალე აფთიაქარიც

ბედ - ბაგე-ბაგე არიგებს აბებს.

ბინდის ნარგილით ნათრიაქალი

ნიავი ფარდას ითრევს - საკაბედ.

წვეთოვან წუთებს თვლიან აბები.

ეჟუანება ბონჟუა ნიკეს;

მკლავები - ვნების ლიანდაგები -

კვლავ მიღელავენ დონ ჟუანისკენ!

მაგრამ... მორალის პატი-აღვირი

ისე დროულად აურვებს ვნებას...

დგას ბონაპარტი - პატივაყრილი,

ვით ვატერლოო და შეჩვენება!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ლაშა გახარია  • • •   ლაშა გახარიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen