კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 22:14
Advertisement

 

 

 

არა გქონია გულში არც დარდი,

დარდი თუ იყო, აღარც იცოდი,

ოქრო და ვერცხლი თავზე გადაგდის,

ქრისტე არა გწამს, -

დახვალ ბზის ტოტით.

რომ დაგიჩოქო, სამ გროშს ვერ მომცემ,

მე კი გაწვდილი ხელი გამიხმა,

დგახარ წარმართთა სამლოცველოში,

ისე კი ვითომ ქრისტიანი ხარ.

დადიხარ მარად სიამოვნებით

საკუთარ თავის შესაწირველით,

მე კი ხელთა მაქვს სია გონების,

რომელ სიაშიც შენ ხარ პირველი.

საკუთარ სისხლის არ ხარ დამღვრელი,

მოძმისთვის - გული არ გედაღება,

გასკდა გული და გასკდა ნაღველი,

იძახე ახლა -

"რა მენაღვლება!"

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen