კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:53
Advertisement

 

 

 

სხივნი მზისანი სამყაროში დაიფანტება,

შენ ზღვა ხარ ვრცელი და წვეთ-წვეთად დაიფანტები;

ქვეყნად რამდენი თოთო ბალღიც დაიბადება,

ქვეყნად იმდენჯერ შენ ხელახლა დაიბადები.

დაგიმორჩილეს სიყვარულმა და იმ ვარდებმა

და შეგრჩა ფერი სიყვარულის და იმ ვარდების;

ქვეყნად რამდენი თოთო ბალღიც დაიბადება,

ქვეყნად იმდენჯერ შენ ხელახლა დაიბადები.

ბევრჯერ შეცვალა ვარდობისთვე თოვლის ფანტელმა

და ბევრჯერ მწვანით შეიცვალა თოვლის ფანტელი;

ქვეყნად რამდენი გაზაფხულიც დაიბადება,

ქვეყნად იმდენჯერ შენ ხელახლა დაიბადები.

გადაუქროლეს დიდ სამარეს წლებმა რამდენმა,

გადაივლიან დიდ სამარეს წლები რამდენი;

ქვეყნად რამდენი თოთო ბალღიც დაიბადება,

ქვეყნად იმდენჯერ შენ ხელახლა დაიბადები...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen