კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:05
Advertisement

 

 

 

შენი ედემი დამალოცვინე,

დამალოცვინე შენი ედემი,

შენს სიყვარულში არ მყავს მცილე,

შენ გენაცვალე,

შენ გევედრები.

ჩემს ლხინს გამყარე,

ჩემს ჭირს გამყარე,

მტერმა იცოცხლოს ამ ნასუფრალით,

შენი ძმადი ვარ,

შენი მაყარი,

შენი ჭირის და ლხინის უფალი.

ბედთან მორკინალს,

მტერთან მორკინალს,

მომეც ძალა და მომეც იმედი.

მომეცი ხმალე,

ამხსენ ბორკილი,

სიყვარულამდე მე ხმლით მოვედი.

სიყვარულამდე მე ხმლით მოვედი,

ვინც ვერ გაუძლო, იგი მკვდარია,

ჩემი სიცოცხლე, 

ასე მცირედი -

შენს სამსხვერპლოზე მომიტანია.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen