კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 22:05
Advertisement

 

 

 

მე რომ სულ მარტო შემომხვდე სადმე,

შენ რომ წყაროდან მოგქონდეს წყალი,

მე რომ ნამდვილი სახმილი მწვავდეს;

შენ რომ ეშმაკურ მომაპყრო თვალი.

მე რომ შენ მზერა შეგავლო ხარბი,

შენ რომ ღიმილით შეჰყარო წარბი

მე რომ ჩურჩულით რაღაცა გითხრა,

შენ რომ ჩურჩულით მომიგო: - ვიცი...

მე რომ მდუღარი ამომცდეს სიტყვა,

შენ რომ გულწრფელი ისმინო ფიცი,

მე რომ მეთევზის გავშალო ბადე,

შენ რომ ყასიდად გასხლტომა სცადო...

მე რომ ნაკვერჩხლის შეგახო ბაგე,

შენ რომ შემიკრა ნამდვილი ჯადო...

მე რომ მაგ მკერდზე შეგიხსნა ღილი,

შენ რომ ვითომდა გამიწყრე: - კმარა...

მე რომ გავბრუვდე სამოთხის ხილვით,

შენ რომ ბაგეზე დაგადნეს  - არა...

მე რომ მომენდოს სხმარტალა წელი,

შენ რომ მზეების იხილო როკვა,

მე რომ კისერზე მოგხვიო ხელი...

მაგ მხრიდან უნდა

ჩამოდგა კოკა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ანზორ აბულაშვილი  • • •   ანზორ აბულაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen