კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 18:57
Advertisement

 

 

 

აყვავებული ატამივით

მოსჩანს ნოსირი,

მშვენიერია,

როგორც ქალი ძაძით მოსილი.

საეჭვოდ გიმზერ 

მშვენიერო და სევდიანო

და შენს ჩრდილებში,

როგორც ბაღში, დავხეტიალობ.

ვინ მოგიქსოვა ჭრელაჭრულად 

თუშის წინდები,

მითხარ ვის ეტრფი,

მითხარ ვისზე დაქორწინდები.

ვინ გეყოლება მეჯვარედ და

ხელისმომკიდედ,

მაგ ოქროს ყანას

რანაირი მკელი მომკიდეს.

სიმღერა მესმის წვიმასავით

სევდაგაბმული,

ნისლის ფარჩაში გახვეულა

დღე გაბადრული.

აყვავებული ატამივით

მოსჩანს ნოსირი,

მშვენიერია,

როგორც ქალი ძაძით მოსილი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen