კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 03:33
Advertisement

 

 

 

როგორ მიყვარდი...

უსიტყვოდ მტოვებ,

... უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა,

მე უშენობა რომ არ შემეძლო,

შენ სწორედ ამან გაგათამამა.


რაღა ვქნა თუკი ისევ მაჩნიხარ,

ისევ თუ მინდა შენი დანახვა,

შენი სიტყვები.... "ო რა კარგი ხარ..."

ახლა სადა ხარ,

ახლა სადა ხარ?..


...კარავი... კოცნა... ალერსი... სითბო,

თითების სითბო, შენი თითების,

ო, ის აპრილი... იმ აპრილს თითქოს

კიდევ გპირდები...

კიდევ გპირდები...

 

...რისთვის ვიხსენებ იმავე გრძნობას,

რომ შემაყარა შენმა დალალმა,

და სიყვარულმა კი არა მხოლოდ,

შენ გაზაფხულმაც გაგათამამა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen