კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 14:48
Advertisement

 

 

 

ვზივარ და შევჭვრეტ ჩემ-წინ სანთელსა,

რომელიც წეღან უხვად ნათელსა

ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა

და თვალ-წინ ბნელსა განმინათლებდა;

აწ მიწურვილა გასაქრობლადა,

შანდლისა თავზე ძლივ-ძლივღა ბჟუტავს,

ხან ჩაქრება და ხან მნათობლადა

კვლავ შანდლიდამა წამოიხედავს…

ებრძვის სიკვდილსა ჩემი სანთელი,

მაგრამ მას, წყეულს, რა დაამარცხებს?

ლაჟვარდად ქმნილი სუსტი ნათელი

შანდლის ჯურღმულში თავსა ანარცხებს.

აგერ ოთახსაც ჩრდილმან გადაჰკრა,

კედლებზე ძლივს სცემს ბნელადა შუქი,

აგერ სანთელიც შანდალში ჩაქრა…

რა დამრჩა მისგან? - მწვარი პატრუქი.

ეგრეთაც კაცი ძლიერი ჰქრება,

რა ეწვევა მას სიკვდილი - მტერი;

მშვენიერ არსის მაგიერ გვრჩება

ერთი მუჭა-ღა გამხმარი მტვერი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen