კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 17:45
Advertisement

 

 

 

რატომ ვიგონებ ნეტავ იმ ტკივილს,

დღესაც უმწეო სული რად წივის,

რად მეჩვენება მე დღესაც თბილი

შენი თვალები, საოცრად ცივი.

ჩემთვის უშენოდ განვლილი წლები

დარჩა ვით წყალზე გავლილი კვალი

და გული უფრო იმაზე მწყდება,

სხვებისთვის მხოლოდ აღმოჩნდი ქალი.

შენ იყავ ჩემი სულის ნუგეში,

როცა შემოვრჩი ცხოვრების ქარებს.

ვხედავ, დღეს ვიღაც აღებს უხეშად

ჩემთვის უღმერთოდ დაკეტილ კარებს.

შენ ახლა გავხარ იმ დაცლილ საყდარს,

რომელსაც ბევრი მლოცველი ახსოვს.

ჩემი ფიქრი კი წრიალებს სადღაც,

მაინც შენს ირგვლივ, მაინც შენს ახლოს...

ო, ამ სიყვარულს შენ ნუ იფერებ,

შენ არ მიგიძღვის წვლილი ამაში,

ეს ძახილია ალბათ სიბერის

ანდა, უბრალოდ, ბედთან თამაში.

ანდა, იქნება მე მეჩვენება

და ყველაფერი არის სურვილი,

ეს გატაცება, ეს გახსენება

სასთუმალია დაღლილ სულისთვის.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen