კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:58
Advertisement

 

 

 

მოგონებები თეთრი აპრილის

აღარ მცილდება არასდიდებით,

თმები, შენს მხრებზე ოქროდ დაღვრილი,

დაფეთებული ჩემი თითები.

ვიცი, რომ ვგავდი მაშინ ისედაც

კაცს, უდაბნოში მარტოდ ჩარჩენილს,

და დაღლილ სულს და ფიქრებს მივსებდა

შენი ლამაზი თმების ჩანჩქერი.

ქალის თმა თურმე ზოგჯერ ზღვა არი,

ქალის თმა ზოგჯერ ქარიშხალია

და ის სიმთვრალეც თურმე სხვა არი,

კაცი რომ ქალის თმებით მთვრალია.

სასაცილოა ახლა ამაზე

ფიქრი და... მაინც, სევდა მერევა,

ო, როგორ მინდა შენი ლამაზი,

შენი ლამაზი თმის მოფერება.

ო, როგორ მინდა, იმ სიბერის ზღვარს

ისევ ოცნებით გავეთამაშო.

ო, როგორ მინდა, შენი თმების ზღვა,

შენი თმების ზღვა კოცნით დავაშრო.

რადგან მიილტვის და მიაქვს წამებს

ჩემი სიცოცხლე, სიტყვა, სათქმელი.

ო, როგორ მინდა, ორი ნაწნავი

წინ მენთოს როგორც ორი სანთელი.

მინდა ლამაზ წლებს, ფიქრში ჩარჩენილთ,

ფეხქვეშ დავეგო და ვეხალიჩო,

შენი ლამაზი თმების ჩანჩქერში

გადავვარდე და თავი დავიხრჩო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen