კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:26
Advertisement

 

 

 

აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი,

ხალიანი ტუჩი... მკლავი ანაცერი...


მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი

ტალღებს მოაპობდა ტანი კალმახური.

თვალებს ჩავკიდებდი წყალში ანკესივით

და შინ ვბრუნდებოდი, როგორც გალახული...


თითქოს შენ სხეულში მზეა მომწყვდეული

ანდა კანში სკდება მწიფე ბროწეული...


ზღვა ღელავდა... თრთოდა...  ტალღებს შლიდა მწვანედ,

გახველ ნაპირზე და ღელვაც გაიტანე.


განა ბევრი მინდა... ჰოი, დავიქანცე,

ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე,

მოვიდოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე

თითებს დავაწყობდი, როგორც სალამურზე...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen