კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 17:46
Advertisement

 

 

 

სული ისევ დგება ცერზე,

ცის ბილიკებს ისევ ვეძებ,

გულზე, როგორც პალიმფსესტზე,

ისევ ვაწერ ახალ ლექსებს.

ისევ ვხედავ ლამაზ სიზმრებს,

არ მაშინებს თმების ფერი.

მაფშალია მიზის სიმზე,

მაფშალია ისევ მღერის.

ქალი ისევ იქცა ხატად,

ისევ მუხლზე ვდგები მის წინ.

მადლობა ღმერთს, რომ გამხადა

ისევ სიყვარულის ღირსი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen