ერთი ქუჩის
ერთ კუთხეში
ერთხელ
ერთმა ქალმა
მადლიანად შემომხედა,
გამიღიმა სალმად;
იმისთანა
ღიმის ფერი
არ მინახავს
სხვა მე
იმ ქუჩაზე
იმის მერე
არ ყოფილა
ღამე…