კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 15:23
Advertisement

 

 

 

თბილი ოთახი მე არ მინდა, არც მოსვენება,

გარეთ გავათევ არაყის და ღვინის ამარა,

თუ მოვკვდე მთვრალი - ქუჩა იყოს ჩემი სამარე -

დილას გამვლელებს ვეგონები მე მოჩვენება.

არავის არ ვსთხოვ, რომ დაესწროს მუნჯ გასვენებას,

არც არავინ მყავს, რომ საფლავზე ცრემლი დაღვაროს,

მე მდაბალ ძმებში უფრო ვგავარ ისევ ავარას -

ზურნა, ქეიფი და სუფრული „ღმერთმაინებოს“

მიყვარდა გულით!.. თაყვანს სცემდი ვერჰარნს და როდენს,

მაგრამ ვერ ვეტყვი საქართველოს დღეს „გიხაროდენს“

წამებით კვდება, ჩემში ვხედავ, ნიჭი ბევრგვარი,

მე თვითონ ვამჩნევ ჩქარი სულის ნელ-შენელებას,

უიმედობამ ლოთობაზე დამწერა ჯვარი,

თითქოს ვუყვარვარ ცოდვილ ფიქრს და საშინელებას.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen