კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 22 ივნისი 2026 04:22

 

 

 

მე უმიზეზოდ გაღიმებულს ზარმაც ტფილისელს

მინდა რომ ვიყო უფრო წვრილი, უფრო მაღალი

(მოქალაქენო, ნუ აწუხებთ გონებას ფხიზელს,

რომ გამოსძებნოთ ჩემს ლექსებში სიბრძნე ახალი);


მე გული მომდის, თუ გონება მავალებს ზრუნვას

და მიყვარს ჩემი უსაქმური ხმელი თითები,

ოცდაოთხ საათს მოვანდომებ სარკესთან ბრუნვას,

ავარჩევ პოზას აღმართიანს, მე რომ მიხდება...


დაფენილ დღეებს თუ შევნიშნე იჭვი და რყევა,

მოვსწევ თამბაქოს მხოლოთ მიტომ, რომ ადგეს ბოლი,

დაიძრა ქარი და არ ვიცი ფიქრს სად გივყევარ,

სიზმარი ძაღლებს ააყეფებს, როგორც სტამბოლი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen