კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 22:17
Advertisement

 

 

 

წუხელ სოფლიდან მესტუმრა მთვარე

და მოიტანა სურნელი თივის,

არ ვუჯერებდი საკუთარ თვალებს -

თითქოს ვუსმენდი მამლების ყივილს.

თითქოსდა, სოფლად იქცა ქალაქი,

და წარსულ დღეთა მათბობდა სითბო,

და ცრემლს და სიცილს ვეღარ ვმალავდი,

ბავშვობა ჩემი დაბრუნდა თითქოს.

შევცვლილვარ განა, წარსულო ჩემო?

ვერ მიცან? რატომ აცეცებ თვალებს?

ღადარში თბილად ჩაკრულო კვერო,

კვლავ მელოდები გულგამომწვარი...

კვლავ მელოდებით, ბავშვობის გზებო,

მიწავ, ათასჯერ გადაზელილო,

პატარა სახლო, პატარა ეზოვ,

მიტოვებულო და მოწყენილო.

მე კი პარკეტზე ვსეირნობ დინჯად,

ვიღაცა ურცხვად ფათურობს სულში...

სარკეში ხელის კანკალით ვსინჯავ

ნაოჭს, რომელიც არ მქონდა გუშინ.

ნასწავლ მანერებს, მოზომილ ღიმილს,

შეუმჩნევლად რომ შემომაჩეჩეს,

განვიცდი, როგორც უსაზღვრო ტკივილს,

განა არა ჩანს დაღლილ სახეზე.

განა ვერ იგრძნეთ, ამ დაღლილ თვალებს,

როცა წარსულის აუნთეთ სხივი,

წუხელის, როცა მესტუმრა მთვარე

და მოიტანა სურნელი თივის.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen