|
ცაზე ტრიალებს მიმინოსავით მცირე ღრუბელი ვუცქერი მშვიდად... ვდგავარ მინდორში ვით მშვილდოსანი, მაგრამ ვაი, რომ არა მაქვს მშვილდი. მსურდა ამოსვლა ნაწნავთა კიბით, მსურდა მენახეთ შენ და უფალი... მაგრამ სხვა დროა - არ მშვილდობს მშვილდი და არც მიმინოს არ ჰგავს ღრუბელი. |