კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 23:25
Advertisement

 

 

 

რაც გამოვტოვე... ნუ წაიკითხავ.

არც სარჩევს შერჩა ჩემი ტკივილი.

წერტილი... პწკარს რომ უმძიმდა დიდხანს,

დაკარგულია - მთვრალის ღილივით.


თავისუფალი მსურდა საყელო

როგორც მდინარეს - ჩახსნილი ხიდი

იქნება, ასე ამოვახველო

ამ ჭლექიანი საწუთროს ბინდი!


მანამ კი... ნუღარ დაემდურები

თვალებს უცრემლოს და უკაეშნოს

ნურც სველ ლექსებზე დამემდურები, -

სულ წვიმდა...

სული სადღა გამეშრო!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ლაშა გახარია  • • •   ლაშა გახარიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen