კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:54
Advertisement

 

 

 

გადააგორეთ დედამიწა, ცოდვით დამძიმდა,

გადააგორეთ, რადგან უკვე ეჭვის ბურთია,

ერთადერთია, შეუცვლელი ღმერთის განძიდან,

რომელსაც მხოლოდ ვარსკლავების ცეცხლი უნთია.

გაინაწილეთ სიყვარული, რაც დარჩა მიწის,

ტოლი არა ჰყავს ამ სიყვარულს, არ ჰყავს შემცვლელი,

თორემ, ხომ ხედავთ, სიყვარული ჩვენს თვალწინ იწვის,

და ჩვენც, სიმშვიდით, როგორ იწვის იმას შევცქერით.

ტრიალებს, მაგრამ უშედეგოდ, ცოდვით ტრიალებს,

ჰგავს უცხო სხეულს, პლანეტებში მოხეტიალეს,

გადააგორეთ, ვიდრე ბრწყინავს, ვიდრე ციმციმებს,

არ დაუღრღნია ვიდრე ცოდვებს, ცოდვის სიმძიმეს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen