კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:15
Advertisement

 

მთარგმნელი: გიორგი ხულორდავა

 

ოდეს უფალმა განხვნა ბჭენი ნათელხილვათა

და ქმნა სამყარო, შემოავლო ოქროს არშია,

იუპიტერი უფრო სათნოდ გამოარჩია,

ვიდრე მარსი და მისმა შუქმაც ირგვლივ ინათა.

საღვთო წერილი განადიდა, მერე წინათაც

დახსნა საკვრელნი, ვინც ცოდვათა ტყვეობაშია,

აწ სათხეველიც იოანეს სადღაც დაშლია,

ის და პეტრე ხომ ერთად შერთო ზეშთა ბინადართ.

ხოლო წყალობა სხვას ერგუნა, რომის ჯინაზე, -

იქ, სადაც გაჩნდა ეს ღვთაება, ზეცის თანახმად,

მას განგებისგან შეეწია მადლი დიადი.

დიახ! ბუნებამ მოწყალების უბე განახვნა,

იშვა, მზე იშვა, ზეციური, როგორც სინაზე

და მის სითბოს ვდევ, რომ არ მომწვდეს ღამის წყვდიადი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen