კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:46
Advertisement

 

მთარგმნელი: გიორგი ხულორდავა

 

ახლა, როდესაც ცა და მიწა გარინდებულა,

ყველა სულდგმული შეჰხიზვნია ძილის სამანებს,

ვარსკვლავიერ ეტლს ღამე აკრთობს და აქანავებს

და მის წიაღში ზღვის სტიქიონს სძინავს მეფურად.

ვხედავ და ვფიქრობ, ვიწვი, ვტირი უწინდებურად,

ჩემში შთენილი არსებობას ბევრჯერ მანანებს,

ხოლო ცხოვრება და-ცა-ლეწავს ერთხელ ანაგებს

და გულიც მასზე ფიქრის ჟამს თუ ნათელცხებულა.

მაცოცხლებელი შადრევნიდან მოჩქეფს წვეთობით

ტკბილი სამსალა-დაკოდილი გულის მალამო,

მოაქვს ჭრილობაც, განკურნებაც, მას თუ ვენდობი,

ამიტომ ტანჯვას არც საშველი აღარ ადგება,

ათასჯერ ვკვდები, კვლავ ვცოცხლდები დილა-საღამოს,

შენგან შორს ყოფნა მომისაჯა რადგან განგებამ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen