კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 მარტი 2026 00:18

 

მთარგმნელი: გიორგი ხულორდავა

 

არ მინახავხარ, ქალბატონო, უკვე წლებია,

ოდეს აიხსენ ეგ პირბადე ჩრდილსა თუ მზეში

და ჩემი ვნებაც რომ გაიგე, თვალები მრეში

მომამძაფრე და განშორებაც გინებებია.

სანამ ვმალავდი სამიჯნურო ფიქრებს ვნებიანს,

მან მოწყლა ყველა სურვილი და ჩამიკლა ხელში

და ახლა, როცა სიყვარულზე დღემუდამ ვხვნეში,

ვხედავ, შენს სახეს სიბრალული მოახლებია.

შენი ქერა თმაც დამკარგვია უკვე თვალთაგან

და ისევ მაკრთობს სანეტარო იგი ზმანება,

სად გადამალე ის პირბადე, მე რომ გამთანგა

და მერამდენედ ამიშფოთა გული ურვილი,

აწი სიკვდილის შავი ჩრდილი მოექანება,

რომ დამეწინდოს და წარიღოს ყველა სურვილი.

შეიძლება დაგაინტერესოთ