კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 09:44
Advertisement

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

სატრფოო ჩემო, უნაზესო, შეგხვდი დროებით...

აწ ცის ხიზნებმა შენი სული ზეცას მიანდეს...

სიცოცხლის სურვილს მიკარგავს მე - ადამიანს - ეს

რომ ვეღარ ვსუნთქავ შენი მადლით და სათნოებით.

სიზმარში მაინც ხომ გიმზერდი მე სასოებით,

ახლა შენს სახეს ზმანებებმაც ვერსად მიაგნეს...

ნუთუ სასჯელი ჩემს სიყვარულს ცაში მიაგეს,

რომ ვეღარ ვტკბები თუნდაც ხსოვნის ამაოებით?!

საშველს დავეძებ... თანაგრძნობის გზა-კვალს ვედები,

სხვისმა ტკივილმა, მსურს ნუგეში მეც მიზიაროს,

მაგრამ ამურზე გამარჯვებულს, ვეჭვ, რომ ვედრები...

სატრფოო ჩემო, შენს სიყვარულს ბედმა მწია როს,

შენ ჩემში ცოცხლობ და მიტომაც შენ გევედრები,

რომ შენმა ლანდმა ჩემს სიზმარში მარად იაროს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen