კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:40
Advertisement

 

 

 

მზე ამოვიდა ღიმილით სავსე

და უცებ გაქრა ნისლი დილების,

ის ახლა მძიმედ მიგორავს ცაზე,

თითქოსდა, იყოს ნასადილევი.

შემდეგ შუადღე, საღამოს ბინდი,

ვარსკვლავები და პირბადრი მთვარე

და ისმის რაღაც საოცრად მშვიდი - 

ხმა იდუმალი გვეძახის გარეთ!

ჩვენ ვერ ვჩერდებით, ტრფიალი გვიხმობს,

ეს ცეცხლი ყველას გულში ტრიალებს,

რა ვიქნებოდით, ეს რომ არ იყოს,

რა აცოცხლებდა ჩვენს იდეალებს!

რა ჯობს ამ დიად სიცოცხლის დილას -

მწვავე ბრძოლაში დაპყრობილს ძნელად,

როცა ის სულში შემოდის ტკბილად

და მსუბუქ ფარფატს დაიწყებს ნელა!

შემდეგ მოჰყვება ფერებას ოდნავ,

მისთვის მზადა ხარ ღამეც ათიო,

და არ არსებობს ისეთი ცოდვა - 

ამ დროს შენს მტერს რომ არ აპატიო!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen