კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2026 20:09

 

მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი

 

ისევ შენივთდა ცა და ხმელი, ატირდა ძეწნა,

და - ქვეყნიური ზღუდეების გადასალახად -

ზესკნელ-ქვესკნელის კარიბჭენი ერთად განახვნა

ზეციერმა და მიწიერმა, კაცმა და მხეცმა.

და სული შენთან მოახლების სურვილმა შეძრა,

რომ ეს სხეული - ოდინდელი ჩვევის თანახმად -

დაისაკუთროს სამუდამოდ მწვანე ბალახმა

და ჩემს სავანეს დაეფინოს საბნად და ზეწრად.

ჩამარცვლავს ჟამი წუთისოფლის ჭრელ კრიალოსანს

და ყოველ მარცვალს შემოდგომის ჭირხლი დამოსავს

და ბნელ ღამეში ჩაეშვება ბროლის ლარნაკი.

მაგრამ - თუ, კარგო, გამიჭირდა შენი მოგნება, -

ლოდს საფლავისას ამოხეთქავს ეს ფიცარნაგი

თვალცრემლიანი რაყიფების გასაოგნებლად...

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen