კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:24
Advertisement

 

მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა

 

გადავდგამ ნაბიჯს - ტკივილები მგვემენ, მლეწავენ,

დაღლილ სხეულით მიმაქვს ტვირთი ვეებერთელა,

ვისუნთქავ ჰაერს უცინცხალესს, მერე ერთხელაც

შემოვბრუნდები და ვჩურჩულებ: "რარიგ ვეწამე".

ვფიქრობ, ფიქრში თვლემს ტანი წმინდა და სალერწამე,

შარა გრძელია, ყოფნა მოკლე დათქვეს ღმერთებმა,

დაშლილ-დამტვრეულს მოცრიატე შუქი მემთხვევა,

ღვარად მდის ცრემლი, სულთქმა ჩემი აღწევს ზეცამდე.

თავს მესხმის ეჭვი: "ამ სხეულის დამდნარ ასოებს

ვით ძალუძთ სუნთქვა და სიცოცხლე, ოდეს სულიდან

დაშორიშორდნენ და წყვდიადში დგანან ოდრიკლად".

მყისვე მპასუხობს სიყვარული, რომ მოურიდალ

მეტრფეებს არად უჩანთ ჟამი, მათ ნასასოებ

ფიქრებს ბორკილი საამქვეყნო ვეღარ მოდრიკავს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen