კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 08:03
Advertisement

 

 

 

მაღლა მაღლა რომ დაფრინავ

ვარსკვლავი ხომ არა ხარ,

იქნებ დაბლა ჩამობრძანდე

მეც მომხედო ხანდახან.

ნისლებში რომ იმალები

მზის სხივი ხომ არა ხარ

ჩემ ბაღებსაც მოაფინე

ჩემი ქუჩის ბარაქა.

იქნებ ერთხელ მოგენატროს

ჩემი სახის დანახვა

ღრუბელ ღრუბელ დამეძებდე

მეძახოდე სადა ხარ.

აქეთ იქით რომ დაფრინავ

ნიავი ხომ არა ხარ

იქნებ ჩემთან მოგიყვანა,

ჩემი დარდიც გენახა.

არ მოხვალ და სხვასთან წავალ

სხვა ანგელოზს მოვნახავ

მაღლიდან რომ გადმომყურებ

განა შენი მონა ვარ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen