კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:58
Advertisement

 

 

 

გულზე ამომდის ყვავილი,

მიეთვათლმაქცე, ქალი ხარ,

საფლავთან, როცა ჩამივლი,

ვითომცდა ველის ქარი ხარ,

ააშრიალე ფოთლები,

თქვი სურნელებით მთვრალი ხარ.

ვეღარსად წამოგეწევი,

ვერ დაგიხელთებ, წამი ხარ,

მოულოდნელად მეწვევი,

მოულოდნელად წამიხვალ,

ჩემი ცრემლიან ლექსების

აალებული ბწკარი ხარ.

ხავსი არ მომეკიდება,

თუ კი ხსოვნაში წამიხმარ.

მკერდზე ამომდის ყვავილი,

ამოიზარდა გულიდან,

ეს ერთი შემრჩა ხსოვნისთვის

ამხელა გაზაფხულიდან.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen