კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 07:36
Advertisement

 

 

 

მობეზრებია უსახური სიცარიელე

ხვალის ლანდებში მორიალე შენეულ ჩარჩოს...

ბათუმის წვიმა, მღვრიე მავრივით,

გრძელი თითებით ხელში გიჭერს და ნელა გაღრჩობს.

მე კი, შენს მშველელს და მოკარნახეს,

სიტყვებს მისეტყვავს სიტყვაუტყვი შენი მუდარა;

სიტყვა, სიცოცხლის მაგიერი, სად მოინახოს,

სიცოცხლის გარდა სიკვდილს ჩვენგან არა უნდა რა.

მაყურებელი ცალკეა და გმირიც მარტოა,

დარბაზს მხოლოდ ის შეუძლია, ცრემლი გვაღვაროს...

მე შენ მიყვარხარ, და ამიტომაც,

მძულს ეს ფარსი და მძულს ეს სამყარო.

არ გვეღირსება ჩვენ აქ ბედი, სიკვდილის გარდა,

ბედმაც გვიმტრო და ხალხმაც გაგვყიდა...

უნდა გავიქცეთ (ატუზულა ჯალათი კართან),

ჩქარა, ო, ჩქარა,

შორს, შორს, ნანა, ამ ქალაქიდან!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვახტანგ ღლონტი  • • •   ვახტანგ ღლონტის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen