კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:57
Advertisement

 

 

რად აირჩიე

მუდმივ ბინად

ძველი საყდარი,

ამ ყვავილებში 

რომ დაგეგო

მყუდრო კარავი?

რა ჩურჩულია

შენს გარშემო

ბაგე დამტკბარი,

მეგობარია, 

ნიავქარი,

თუ სულ არავინ...

 

* * * * * * *

 

სიყვარული ქმნის 

ამგვარ ლანდებს

და გული თბილი:

ამოძერწავს

ოქროს ფიალებს...

ფიქრით მოსილი

მთაწმინდიდან

დასცქერი თბილისს

და იქ, სადღაც შორს

მეტეხს იქით

მტკვარი შრიალებს.

იმ შარიშურში

გაიქროლებს

ლურჯა ცხენები,

ატმის ყვავილი

და სანთლებში

მერის ხელები;

შენი წუხილი

წამწამებზე

ნამი ცრემლების,

შენი თმებიდან

ჩამოღვრილი

წვიმის წვეთები.

 

* * * * * * *


რა ჩურჩულია

შენს გარშემო

ბაგე დამტკბარი

მეგობარია,

ნიავქარი,

თუ სულ არავინ...

 

* * * * * * *

 

ტალღა-ტალღაზე

ეხეთქება,

ქანაობს გემი.

გემბანზე დგება

მგზავრი ქალი

გაწეწილ თმებით...

ზღვა კვლავ გრიალებს...

და...

დაღუპვას

გადარჩა გემი.

შენ მოგვიტანე

სიხარული

მერცხელბის ფრთებით.

 

* * * * * * *

 

უახლოვდები 

ხალხის ზღვაურს

ხალხმა რომ გიხმო,

ფრთხლად ადიხარ

ტრიბუნაზე

სიტყვის უფალი,

პოეტის სიტყვას,

მართალ სიტყვას

რომ დაეუფლოს

მოგჩერებია

ათასობით

მსმენელთა თვალი.

 

* * * * * * *

 

სიყვარული ქმნის 

ამგვარ ლანდებს

და გული თბილი

შენ ისევ ზიხარ

შენს კარავთან

დასცქერი თბილისს.

 

* * * * * * *

 

რა ჩურჩულია

შენს გარშემო

ბაგე დამტკბარი,

მეგობარია,

ნიავქარი,

თუ სულ არავინ

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen